„ბავშვები ჯანმრთელები თუ არ იქნებიან, ფიზიკა და ქიმია არ უშველით“- მოსწავლეებს გაზაფხულის არდადეგები ემატებათ

საჯარო სკოლების მოსწავლეები ზაფხულისა და ზამთრის არდადეგებთან ერთად დასვენებას გაზაფხულზეც შეძლებენ.

დასვენების ახალი პერიოდი განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას ბრძანებით განისაზღვრა, რომელიც 8 მარტიდან 15 მარტამდე პერიოდს მოიცავს.

ჯეჯელავას თქმით, საგაზაფხულო არდადეგები ბავშვებსა და მათ ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება.

„ჩვენ რაღაც მომენტში დაგვავიწყდა, რომ ბავშვები ჯანმრთელები თუ არ იქნებიან, ფიზიკა და ქიმია არ უშველით. მარტში ჩვენს ბავშვებს და მათ ოჯახებს ექნებათ საშუალება ზამთრის კურორტებსა და სხვა კურორტებზე დაისვენონ, ჯანმრთელობას მიხედონ“,- განაცხადა განათლების მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიაჭარაში თოვლის საფარი 45 სანტიმეტრამდე აღწევს
შემდეგი სტატიატრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარი – ლიდერებმა საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის თემაზე ისაუბრეს