ბავარიელმა პოლიტიკოსმა მიგრანტებით სავსე ავტობუსი მერკელთან გააგზავნა

12ბავარიის სამხარეო ხელმძღვანელმა ლანდსხუტ პეტერ დრაიერმა, რომელიც გერმანიის ლტოლვილებთან მიმართებაში პოლიტიკით არ არის კმაყოფილი, სირიელი მიგრანტებით სავსე ავტობუსი გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ოფისში გააგზავნა.
მაგრამ, საბოლოოდ, მათი ცხოვრების ანაზღაურების გადახდა დრაიერს საკუთარი ჯიბიდან მოუწია.

მისი თქმით, მას უნდოდა ეჩვენებინა, რომ გერმანიის მიგრანტებთან მიმართებაში არსებული პოლიტიკა შესაცვლელია.
ავტობუსი ბერლინში გუშინ ჩავიდა. ლანდსხუტის ინფორმაციით, ყველა, ვინც ავტობუსში იყო, ნებით ჩაჯდა.
მან განაცხადა, რომ თავისი გეგმების შესახებ მერკელს ჯერ კიდევ ოქტომბერში შეატყობინა.
გერმანიამ 2015 წელს 1,1 მილიონი ლტლვილი მიიღო.

Die Welt-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ბავარიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ღამე ბერლინში ლტოლვილებისთვის განკუთვნილი პირობები არ მოეწონა, ამიტომ საკუთარი ხარჯებით ყველა სასტუმროში განათავსა.

“ვნახოთ, რა იქნება შემდეგ” – განაცხადა ბავარიელმა პოლიტიკოსმა.

13

banner
წინა სტატიაში1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4250 ლარი გახდა
შემდეგი სტატიატრამპმა მეტოქეს კანადური წარმომავლობა შეახსენა