ბავარი-ლენტეხის გზაზე ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა

სამხედრო მოსამსახურემ 5 წლის ბავშვი გააუპატიურა

ბავარი-ლენტეხის საავტომობილო გზაზე ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.   25 ივნისს, საავტომობილო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავებული პირი ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მათივე ინფორმაციით, მეორე დაშავებული, რომელსაც მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება, ლენტეხის საავადმყოფოში გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ მუნიციპალიტეტის მერთან ერთად მოინახულა.
„სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს“, – ნათქვამია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისაფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის „გურიას“ FIFA-მ ახალი ფინანსური სანქციები დაუწესა
შემდეგი სტატიათვითმხილველი – დავინახე, დაჭრილი ირაკლი ნოზაძე სკამზე იჯდა და სისხლისგან იცლებოდა