ბათუმის პორტის 45 თანამშრომელი საახალწლოდ უმუშევარი დარჩა

batumis porti

batumis portiბათუმის პორტის 45 თანამშრომელი სამსახურებიდან დაითხოვეს. აღნიშნული პირები შვებულებაში იმყოფებოდნენ, როდესაც მათი გათავისუფლების თაობაზე შეიტყვეს. მათ წერილობითი ოფიციალური შეტყობინება არ მიუღიათ.

პორტის მენეჯმენტის თქმით, თანამშრომლების დათხოვნა ტვირთბრუნვის შემცირებამ გამოიწვია; ამასთან, ამოიწურა მათთან გაფორმებული 3-თვიანი კონტრაქტის ვადა.

გათავისუფლებული თანამშრომლები ამბობენ, რომ მათ სამუშაო გარანტიების იმედად კრედიტები აიღეს, ახლა კი მათი დაფარვის შესაძლებლობა აღარ ექნებათ.

“ჩვენ იმ იმედით ავიღეთ ის სესხიც და კრედიტიც, რომ უნდა გვემუშავა. 200 კაცი მუშაობს პორტში, რომელთა გარეშეც პორტი ვერ იმუშავებს, გაჩერდება. გავაჩერებთ მუშაობას,” – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

პორტის თანამშრომლები ბათუმის ნავსადგურის შენობასთან არიან შეკრებილები. მათ პორტის ახალი ხელმძღვანელი შეხვდა და დაჰპირდა, რომ ტვირთბრუნვის გაზრდის შემთხვევაში, ისინი სამუშაოზე დაბრუნდებიან.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – დღეს, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება ერთად დგომა
შემდეგი სტატიასაახალწლო კონცერტები საქართველოს ყველა დიდ ქალაქში გაიმართება