ბათუმში საერთაშორისო ფესტივალი Batumi Gaming Fest 2024 გაიმართა. სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლებმა სფეროში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.
სათამაშო ბიზნესიდან შემოსავლების ხვედრითი წილი ქართულ ეკონომიკაში საკმაოდ მაღალია. თავად ბიზნესის შემოსავლები და მოგებაც შესაბამისად იზრდება.
ამის მიუხედავად, ბიზნესის წარმომადგენლები მუდმივად უკმაყოფილებას გამოთქვამენ გადასახადებისა და მოსაკრებლების ზრდასთან დაკავშირებით. ექსპერტების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ გადასახადების განაკვეთი სათამაშო ბიზნესითვის დაბალია.
პანელური დისკუსიის მსველობისას გაირკვა, რომ სათამაშო ბიზნესისა და ხელისუფლების წარმომადგენლები პერიოდულად მსჯელობენ გარკვეული გადასახადებისა და რეგულაციების შესახებ.
„ყოველ-წლიურად მიმდინარეობს მთავრობასთან და ექსპერტებთან შეხვედრები. ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ, რათა შეთანხმებით დაიწიოს ან საერთოდ გაქრეს სახელმწიფოსთვის საკომისიოს გადახდა, როგორც ევროპაში და სხვა დანარჩენ განვითარებულ ქვეყნებში. მოლაპარაკებისას ანგარიშებს ვაბარებთ იმის შესახებ თუ რამდენია ხარჯები, რამდენს გამოვიმუშავებთ. ასევე, რამდენს ვიხარჯებით არამარტო კაზინოს ბიზნესში, არამედ სხვა ბიზნესის სფეროშიც. მაგრამ მთავრობისგან ჯერ-ჯერობით მხოლოდ ის გვესმის, რომ ესმით მაგრამ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ, – განაცხადა აჭარის სათამაშო ბიზნესის ასოციაციის თავმჯდომარემ შოთა ამირანაშვილმა Batumi Gaming Fest 2024-ის პანელური დისკუსიის ფარგლებში.
შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს ბათუმში საერთაშორისო ფესტივალი Batumi Gaming Fest 2024 გაიმართა, რომლის გენერალური სპონსორი იყო “Otium Casino Batumi”.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართა სათამაშო ბიზნესის კონფერენცია ხელისუფლების წარმომადგენლების, მასერტიფიცირებელი ორგანოების, ოპერატორების და დამაკავშირებელი ინდუსტრიების მონაწილეობით.
კონფერენციის ფარგლებში პანელური დისკუსიისას განიხილეს აზარტული თამაშების ინდუსტრიაში არსებულ მდგომარეობა, შესაძლო განვითარების ვექტორები. ასევე იმსჯელეს ქართული სათამაშო ბიზნესის აქტუალურ პრობლემებზე.
Batumi Gaming Fest-ი, რომლის გამართვის ინიციატივა Plasma 8-ის დირექტორის ლავრენტი გუბინს ეკუთვნის, წელს მესამედ გაიმართა.