15.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 15, 2026
banner

„ბატონო შალვა, ვიდრე ევროპაში შევალთ ღირსებით, ჯერ აქ ვიაროთ ღირსებით“ – პაატა მანჯგალაძე

„დღეს ვუსმინე შალვა პაპუაშვილს. ისევ მახსენა. არ მწყინს, უბრალოდ დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ.

ბატონო შალვა, შეგახსენებთ, რომ მე ერთ წელზე მეტია ტყვედ ვარ. არასდროს მიპასუხია თქვენი თავდასხმებისა და ცილისწამებისთვის, არა იმიტომ, რომ პასუხი არ მაქვს, არამედ მჯერა, სიმართლე, ისევე როგორც სანთელი, თავის სინათლეს არ დაკარგავს.

მართლა ვწუხვარ, როცა თავს ნომერ პირველ კანონმდებლად თვლით და ფოტოს გადაღება 7-წლიანი პატიმრობა გგონიათ, მით უმეტეს, არც ის იცით, რომ მე ბრალი წამიყენეს არა ფოტოს გამო, არამედ 2025 წლის 4 ოქტომბრამდე ერთი წლით ადრე გაკეთებული განცხადების გამო.

ბატონო შალვა, ვიდრე ღირსებით ევროპაში შევალთ, ჯერ აქ ვიაროთ ღირსებით,“ – წერს პაატა მანჯაგალაძე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მთავრობამ 2026 წლის 9 თვეში მხოლოდ მივლინებებზე 42.9 მლნ ლარზე მეტი დახარჯა
შემდეგი სტატიასააკაშვილი: კობახიძე ბრიუსელში – საქართველოს გაბანძების და თავის მოჭრის ყველაზე სამარცხვინო მაგალითი