“ბატონმა გიორგიმ შიშველმა ასე მიუთითა: შემოდი ბიჭო, აქეთო” -„სალვუს დეველომპენტის“ სკანდალის ახალი დეტალები

„სალვუს დეველომპენტის“ ხელმძღვანელობასთან დაპირისპირებაში მონაწილე დავით ეჟიშვილი აცხადებს, რომ კომპანიის დამფუძნებელი გიორგი სოზაშვილი მას იარაღით ემუქრებოდა, ინციდენტის დროს თავისი ძმის სამსახურეობრივი სტატუსით არ უსარგებლია და პროკურორ ძმას მხოლოდ დასახმარებლად დაურეკა:
„ამ ადამიანმა, ბატონმა გიორგი სოზაშვილმა, ჩემზე მუქარა განახორციელა, მითხრა, რომ დამხვრეტდა. გამიყვანა გვერდზე ე.წ. ხელკავით და მეუბნება, რომ სამუდამოდ დაგადუმებო. შემდეგ ჩემ ძმასაც დაემუქრა. როდესაც ჩემი ძმა მოვიდა, მოითხოვა, რომ სად არის ბატონი გიორგი, რომ გავესაუბრო, მიუთითეს კაბინეტისგან, საიდანაც ბატონმა გიორგიმ შიშველმა ასე მიუთითა: შემოდი ბიჭო, აქეთო. ჩემი ძმა გამოვიდა გაფითრებული, გაკვირვებული, რომ ეს ადამიანი ჩემზეც ახდენდა მუქარასო,“- განაცხადა დავით ეჟიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში დაკითხვაზე იმყოფება დავით ეჟიშვილის მეუღლე, რომელიც „სალვუს დეველომპენტის“ ცენტრალურ ოფისში მომხდარი კონფლიქტის ერთ-ერთი თვითმხილველია.

საპირისპიროს აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი გიორგი სოზაშვილი, მისი თქმით მის წინააღმდეგ სხვადასხვა ფორმით ზეწოლა სწორედ მას შემდეგ დაიწყო რაც „რუსთავი 2“-ზე რეკლამა განათავსა.

banner
წინა სტატიაშიმეჭიაური: ზაქარა ბორკილებს გამოთხრის
შემდეგი სტატია“პარლამენტის თავმჯდომარემ კარი მოუჯახუნა ყველა ოპოზიციურ პარტიას” – ზურაბ ჭიაბერაშვილი