„ბატონი თავაძე, ბატონი ტურავა, ბატონი სიჭინავა და სხვები, ვინც პროცესი ჩაშალა, ურთმელიძის და მურუსიძის კოჰორტას შეუერთდნენ”

beqa_2„ბატონი თავაძე, ბატონი ტურავა, ბატონი სიჭინავა და სხვები, ვინც პროცესი ჩაშალა, ურთმელიძის და მურუსიძის კოჰორტას შეუერთდნენ”, – ეს განცხადება ადვოკატმა ბექა ბასილაიამ საკონსტიტუციო სასამართლოში გიგი უგულავასა და კაბელების საქმის სხდომის გადადებასთან დაკავშირებით გააკეთა.

ადვოკატები პლენუმის კვორუმის არარსებობის გამო სხდომის გადადებას სამარცხვინო ფაქტს უწოდებენ.

“ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში ეს არის სამარცხვინო ფაქტი. დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც საერთო სასამართლოები ზის ბიძინა ივანიშვილის ჯიბეში, ხოლო კონსტიტუციური მართლმსაჯულება საერთოდ გაუქმებულია ისევ და ისევ ბიძინა ივანიშვილის მოსყიდვისა და შანტაჟის გზით. რცხვენოდეთ იმ მოსამართლეებს, ვინც დღევანდელი პროცესი ჩაშალა. მოსამართლე მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარს იტყვის, ის მოსამართლე აღარ არის“, – განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

banner
წინა სტატიაშიკაბელების საქმეზე ბრლდებულების ოჯახის წევრების განცხადებით, მოსამართლეთა ნაწილი პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს
შემდეგი სტატიატეხასში სტუდენტებს იარაღით სიარულის უფლება დართეს