ბატონი ტარიელ ნაკაიძე ან დატოვებს ევროპულ საქართველოს, ან დატოვებს პარლამენტს, ეს უკვე მისი გადაწყვეტილება იქნება – ბობოხიძე

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, აკაკი ბობოხიძის თქმით, პარტიის პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ევროპული საქართველო 2020 წლის მეათე მოწვევის პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს.
ბობოხიძემ აღნიშნა, რომ ტარიელ ნაკაიძე ან დატოვებს ევროპულ საქართველოს, ან დატოვებს პარლამენტს, ეს კი თავად ნაკაიძის გადასაწყვეტი იქნება.
„საქართველოს პარლამენტის წევრი, ტარიელ ნაკაიძე არის ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს წევრი. ევროპულ საქართველოს, ბატონი ტარიელის მეშვეობით შეუძლია წარმოდგენილი იყოს საქართველოს პარლამენტში და წარმოადგენდეს ევროპულ საქართველოს, მაგრამ დღეს პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება და ევროპული საქართველო ამ პარლამენტს არ შეუერთდება და მონაწილეობას მის მუშაობაში არ მიიღებს.
ბატონი ტარიელი ან დატოვებს ევროპულ საქართველოს, ან დატოვებს პარლამენტს, ეს უკვე მისი გადაწყვეტილება იქნება. ბატონი ტარიელი აქ არის და ის გადაწყვეტილებას მიიღებს მას შემდეგ, რაც გაიგო პარტიის გადაწყვეტილება. ფაქტია, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ევროპულ საქართველოს ჰქონდა რესურსი, რომ წარმოდგენილი ყოფილიყო პარლამენტში, მაგრამ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებაა, რომ პარტია 2020 წლის მეათე მოწვევის პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს.“ – განაცხადა ბობოხიძემ.

banner
წინა სტატიაშიარ ვცვლით ჩვენ პოზიციას ამ პოლიტიკურად არალეგიტიმური პარლამენტის მიმართ, სამწუხაროდ, ბატონ ტარიელ ნაკაიძესთან ამ საკითხში გვქონდა განსხვავებული აზრი – ბოკერია
შემდეგი სტატიარაკეტების მულიაჟი, ყალბი დაკრძალვები – პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის ინტერენტ-ფეიკები