ელენე ხოშტარია: ბატონი მიხეილი პირდად ეძახის თანაპარტიელებს გარიგებულებს და ყოფილ თანაგუნდელებს

პარლამენტის წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან,, ელენე ხოშტარია, სააკაშვილის გამოხმაურებაზე – ბაქრაძის ინტერვიუსთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში კომენტარს აკეთებს
“მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა ეხლა დავით ბაქრაძის ინტერვიუს გაბუნიასთან თითქოს დათომ მოიტყუა მოღალატეები არ მითქვამსო. პარტიის ნაწილი და თავად ბატონი მიხეილი პირდად ეძახის თანაპარტიელებს გარიგებულებს და ყოფილ თანაგუნდელებს.
ამ ფონზე საუბარი ურთიერთპატივისცემით ყრილობის ჩატარებაზე არის შეუძლებელი. (ურთიერთპატივისცმამ გამახსენა ბლანჟეიანები, პეროიანები, ახირებულებიბდა მსგავსი ეპითეტები).კარგია ბატონო მიხეილ თუ აცნობიერებთ, რომ ასეთი მოწოდებები აზარალებს პარტიას და ყრილობის ატმოსფეროს და იმედი მაქვს ეხლა შეცვლით ამ დამოკიდებუებას და მოუწოდებთ პარტიის ერთ ნაწილს შეწყვიტოს ბინძური კამპანია.
ასევე ყრილობის ცივილიზებულად ჩატარებას ჭირდება წესების დაცვა, რომლებსაც არღვევს ‘კომიტეტი’.
ბატონი დავითის დადანაშაულებას ჯობია ყველა დაფიქრდეთ რამხელა ზიანს აყენებს თქვენი კამპანია პარტიას და ქვეყანას და მართლაც დავბრუნდეთ ცივილიზებულ ჩარჩოებში”-წერს პარლამენტარი.

banner
წინა სტატიაშივაკეში მამა გიორგის ესროლეს
შემდეგი სტატიამაკკეინმა ალეპოს დაცემაში ობამა დაადანაშაულა