ბატონი გედი ჩემთვის ცნობილი და ძვირფასი ადამიანია, ჭიჭინაძისგან განსხვავებით – თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი „ქართული ოცნების“ წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლითაც დეპუტატი პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვას გამოეხმაურა და თქვა, რომ შეუძლიათ, პარტიას, „ქართული ოცნების“ ნაცვლად, “კომკავშირი” ან “კომპარტია” დაარქვან.

თეა წულუკიანის შეფასებით, მას გედევან ფოფხაძესთან, დავით ჭიჭინაძისგან, განსხვავებით ახლო ურთიერთობა აკავშირებს.

„არ მინახავს გედის ეს განცხადება, როდესაც ვნახავ, კომენტარსაც გავაკეთებ. ბატონი გედი და მე ერთ პარტიაში გახლავართ, ჩემთვის ცნობილი და ძვირფასი ადამიანია, ჭიჭინაძისგან განსხვავებით,“- განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაში„ჩემი მხარდაჭერის იმედი არავის ექნება, ვინც კრიტიკულ აზრს შეურაცხმყოფელი ფორმით ჩამოაყალიბებს”
შემდეგი სტატიააქცია ტყიბულში – “საქნახშირის” თანამშრომლები ტყიბულის მაჟორიტარ-დეპუტატს მეშახტეების მოთხოვნებს აცნობენ