ბატონი ბახტაძე წარმოადგენს კორუფციისა და ნეპოტიზმის უმაღლეს პროდუქტს – ნათელაშვილი

შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს საკუთარი ჯიბიდან ერთი მილიარდი ლარის დახარჯვას ურჩევს

მამუკა ბახტაძის პრემიერ მინისტრობის კანდიდატად დასახელებას “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი გამოეხმაურა.

შალვა ნათელაშვილი ბახტაძეს კორუფციასა და ნეპოტიზმში ადანაშაულებს. “ლეიბორისტები” პოლიტიკურ პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდებენ და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

“ბატონი ბახტაძე წარმოადგენს კორუფციისა და ნეპოტიზმის უმაღლეს პროდუქტს. თავისი მილიონნახევრიანი ხელფასით, 6000 ბინათმშენებლის გადაგდებით „ცენტრ პოინტში“ და ივანიშვილების ოჯახში საქართველოს რკინიგზიდან ბიუჯეტის კუთვნილი 1 მილიარდი დოლარის გადარიცხვით.

ბრძოლა უნდა გაგრძელდეს, უნდა მივაღწიოთ რეჟიმის შეცვლას რაც შეიძლება ჩქარა და ამისათვის პარლამენტის ვადამდელი არჩევნები და პარლამენტის თვითდაშლა არის ერთადერთი გამოსავალი“-აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მოქალაქეებისთვის მონტენეგროში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა
შემდეგი სტატიატატუნაშვილის მკვლელობა – ოკუპირებული ახალგორის ე.წ. სამართალდამცველებს პატიმრობა შეეფარდათ