ბატონ გრიგოლ ვაშაძეს მე და ჩემი მებრძოლები ვუჭერთ მხარს

„ბატონ გრიგოლ ვაშაძეს მე და ჩემი მებრძოლები ვუჭერთ მხარს,“ – ეს განცხადება საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილმა უფროსმა, დევი ჭანკოტაძემ, არჩევანის ეთერში გააკეთა.

დევი ჭანკოტაძის თქმით, ის გრიგოლ ვაშაძეს უჭერს მხარს, რადგან საპრეზიდენტო კანდიდატის პროგრამა სრულიად მისაღებია მისთვის. ჭანკოტაძის თქმით, სწორედ გრიგოლ ვაშაძის დამსახურებაა არაღიარების პოლიტიკა.

„მე ვნახე, რომ ამ ადამიანის დამსახურებაა, რომ დღეს არც სეპარატისტული ცხინვალი და სეპარატისტული აფხაზეთი არ არის აღიარებული, როგორც ცალკე სახელმწიფო. მეორე, ბატონი გრიგოლ ვაშაძე პოლიტიკაში მოდის უკვე მზად პროგრამით, 6-პუნქტიანი პროგრამა მაქვს მხედველობაში და ჩვენ სრულიად ვეთანხმებით ამ 6 პუნქტს და დარწმუნებულები ვართ, რომ როცა გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტი გახდება, შეძლებს, განახორციელოს ეს პროგრამა და საქართველო იქნება წარმატებული ქვეყანა. მესამე, ყველა გამოსვლაში ბატონი გრიგოლ ვაშაძე იცავს ქართველი ჯარისკაცის ინტერესებს, იცავს ქართულ ჯარს,“ – განაცხადა ჭანკოტაძემ.

დევი ჭანკოტაძე სალომე ზურაბიშვილს აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ მისთვის მ მიუღებელია ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატს მსგავსი მოსაზრებები ჰქონდეს.

„როცა გამოდის საპრეზიდენტო კანდიდატი და ამბობს, რომ საქართველომ დაიწყო ომი, საქართველომ დაბომბა მძინარე ქალაქი. ამით ხაზს უსვამს იმ ჩვენს ქართველ გმირებს, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე გაწირეს, ბატონი გიორგი ანწუხელიძის გმირობას, ძმები რომელაშვილების გმირობას, შინდისის გმირების გმირობას, მეორე, ხაზს უსვამს საქართველოს ჯარის გმირობას, რომელმაც შეძლო და გააჩერა რუსი და არ მისცა საშუალება, რომ საქართველო დაეპყრო ბოლომდე, დაეპყრო ბოლომდე,“ – განაცხადა დევი ჭანკოტაძემ.

banner
წინა სტატიაშიჩვენ შეიძლება, 24 საათში საქართველოს სახელმწიფო დავკარგოთ
შემდეგი სტატიავაშაძის გაპრეზიდენტება არის ნაბიჯი მომავლისკენ