ბატონ დავით ჭიჭინაძესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება მედიიდან შევიტყვე – თეა წულუკიანი

„პარტიაში ვინ გახდება წევრი, ვინ აღარ იქნება წევრი, ამ გადაწყვეტილებას მე არ ვიღებ და არც ამ გადაწყვეტილებაში ვმონაწილეობ. ბატონ დავითთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება მედიიდან შევიტყვე,“- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა „ქართული ოცნებიდან“ დავით ჭიჭინაძის გარიცხვასთან დაკავშირებით განაცხადა.

თეა წულუკიანის თქმით, ის ჭიჭინაძეს არ იცნობს და მისი პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილებაში მონაწილეობა არ მიუღია.

„მე მას არ ვიცნობ, არც არასდროს შევხვედრილვარ, მიუხედავად იისა, რომ უმრავლესობის წევრი იყო, გავიგე ამ გადაწყვეტილების შესახებ. მისი ჩემდამი დამოკიდებულება იყო გასაკვირი ხოლმე, მაგრამ არც კითხვა დამისვამს მისთვის, რატომ, არ დავინტერესებულვარ,“- განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიე.წ. კანონიერი ქურდების მმართველობა ციხეებში და სისტემური პრობლემები სამართალდამცავ უწყებებში-პარლამენტი ომბუდსმენის ანგარიშს მოისმენს
შემდეგი სტატია“სახელმწიფოში მთავარი მმართველი გუნდის სტაბილურობაა” – ვოლსკი ჭიჭინაძის გარიცხვაზე