ბატიაშვილი პედაგოგების საარჩევნო პროცესში ჩართულობას უარყოფს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილი საარჩევნო პროცესში პედაგოგების ჩართულობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.

„პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ყოვლად უსაფუძვლო განცხადება, ამის არანაირი ფაქტი არ არსებობს და მე ვფიქრობ, რომ მასწავლებლების თემაზე ეს საუბარი ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დასრულდეს. ჩვენ რაც რეალურად გვაინტერესებს, ეს არის მიმართული იმისკენ, რომ განათლების სფერო განვითარდეს. განვითარება ნიშნავს თავისთავად ყველანაირ თავისუფლებას, თავისუფალ არჩევანს. ყველამ უნდა ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, რომელიც მიმართულია დემოკრატიული პრინციპებისკენ, ამიტომ ჩვენი მთავარი პრინციპი არის, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს თავისუფალ ქვეყანაში, თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

განცხადება საარჩევნო პროცესში პედაგოგების ჩართულობაზე, სერგო რატიანმა გააკეთა.

banner
წინა სტატიაში“იპსოსის” კვლევა: 2020 წელს ოპოზიცია გაიმარჯვებს
შემდეგი სტატია“გაბრაზებული ადამიანის პოზიციას ვისმენდი” – ბახტაძე ქობულიაზე