ბატიაშვილი: იურიდიულად კერზაიას გათავისუფლება შემეძლო, მაგრამ მორალურად სწორად მოვიქეცი


“ჩვენ მივიღეთ აუდიტის დადასტურება რეალური დარღვევების შესახებ და ეს დარღვევები მართლაც მნიშვნელოვანია, მითუმეტეს, როდესაც საუბარია ფინანსურ დარღვევებზე, რომელიც კანონის დარღვევებთან არის დაკავშირებული.

მაგრამ ჩვენ გავითვალისწინეთ როგორც სამეურვეო საბჭოს განცხადება, ისე ქალბატონი იას წერილი და არ მივიღეთ გადაწყვეტილება მისი გათავისუფლების შესახებ. ეს ხდებოდა არა საარჩევნო პერიოდში, არამედ შემდგომ, როდესაც ჩვენ გვქონდა ყველანაირი იურუდიული საფუძველი, რომ ქალბატონი ია გაგვეთავისუფლებინა დაკავებული თანამდებობიდან, ამის განხორციელება ჩვენ იურიდიულად შეგვეძლო.

მაგრამ ამ საკითხში ჩვენ ვიხელმძღვანელეთ ისევ მორალური პრინციპიდან და გამომდინარე იქიდან, რომ სკოლამ მოიწერა საბოლოო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ დარღვევები გაასწორეს. ჩვენ გავითვალისწინეთ ყველა ის ფაქტორი, რომელიც იყო დაკავშირებული იგივე სკოლის მიმართვასთან, ერთი იყო იურიდიული საკითხი, მეორე მორალური საკითხი, ჩვენ ეს გადაწყვეტილება [სკოლის დირექტორის გათავისუფლება] არ მიგვიღია, ასეთი ბრძანება ბუნებაში არ არსებობს. იმიტომ, რომ მორალურად ჩავთვალეთ, სკოლისთვის მიგვეცა შესაძლებლობა, მიუხედავად ასეთი იურიდიული დარღვევებისა, მიგვეცა შესაძლებლობა, გამოესწორებინა, თუმცა, ჩვენ ამის ყველანაირი იურიდიული საფუძველი გვქონდა… შეიძლება, იურიდიულად ბოლომდე სწორად არ მოვიქეცი, მაგრამ მორალურად სწორად მოვიქეცი, როდესაც ეს გადაწყვეტილება მივიღე, რომ სკოლას მივეცით შანსი, ეს ყველაფერი გამოესწორებინა ”,-ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

banner
წინა სტატიაში“არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ანონიმური საბჭოთა წერილი დაწერილია განათლების სამინისტროში”
შემდეგი სტატიაწერილი არის შეთითხნილი და შეტანილი განათლების სამინისტროში, ვის მიერ, კაცმა არ იცის