21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

ბათუმში ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დაჯარიმდა

ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე მდებარე ვეტერინარულ კლინიკაში ვადაგასული და უვარგისად მიჩნეული ვეტერინარული პრეპარატები გამოვლინდა. დარღვევა სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, შეტყობინების საფუძველზე ჩატარებული არაგეგმური ინსპექტირების შედეგად, დააფიქსირეს.

უწყების ინფორმაციით, გამოვლენილი დარღვევის გამო ბიზნესოპერატორი კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, კლინიკებში, ვეტერინარულ აფთიაქებსა და ზოომაღაზიებში სახელმწიფო კონტროლი უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება. მიმდინარე წელს სააგენტო დაახლოებით 1 500 ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტის შემოწმებას გეგმავს.

სააგენტო მომხმარებლებს მოუწოდებს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე — 1501 — დარეკონ.

უწყების განცხადებით, თითოეულ შეტყობინებაზე შესაბამისი რეაგირება განხორციელდება.

banner
წინა სტატიაშიაბიტურიენტებს მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობა 14 სექტემბრიდან ექნებათ
შემდეგი სტატიათიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე