ბათუმში “უკვდავი პოლკისა” და “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

ბათუმში “უკვდავი პოლკისა” და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

„უკვდავი პოლკის” წევრები ბათუმში, გმირთა ხეივანში მსვლელობას აწყობდნენ და გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობას აპირებდნენ. მათ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა მემორიალთან მისვლის საშუალება არ მისცეს და განუცხადეს, რომ რუსეთი ოკუპანტია და არ დაუშვებენ, გმირთა მემორიალთან პრორუსული ძალების მისვლას.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. სიტუაცია პოლიციელებმა განმუხტეს.

banner
წინა სტატიაშიშსს ვაკის პარკთან აქციაზე დაკავებულთა შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატიააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და უმაღლესმა საბჭომ უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო