14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს — ამოღებულია სარეალიზაციოდ დაფასოებული 50 შეკვრა “მეთადონი”

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით,  აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. 

“სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი, მათ შორის 50 შეკვრა სარეალიზაციოდ დაფასოებული „მეთადონი“.

პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

banner
წინა სტატიაშიგოცირიძე: ხელისუფლება ოკუპანტ ქვეყანას ეხმარება, ანტისახელმწიფოებრივმა ქმედებამ სერიოზული ეჭვები გააჩინა
შემდეგი სტატიაერთ კვირაში მეორედ — ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს თავს დაესხნენ