ბათუმში „ტრამპ თაუერის“ მშენებლობის პროექტი ოფიციალურად წყდება

ბათუმში „ტრამპ თაუერის“ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტი ოფიციალურად წყდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით ტრამპის ორგანიზაცია და კომპანია „სილქ როუდ ჯგუფი“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პროექტი 2011 წლის მარტში გაფორმებული სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდებოდა.

ტრამპის ორგანიზაცია „სილქ როუდ ჯგუფისა“ და საქართველოს მიმართ ღრმა პატივისცემას ადასტურებს.

„სილქ როუდ ჯგუფი“, თავის მხრივ, მადლობელია ტრამპის ორგანიზაციის იმ დროისთვის და ყურადღებისთვის, რომელიც მათ ამ პროექტს დაუთმეს. კომპანია შექმნილ ვითარებას ითვალისწინებს და ამდენად, ამ მოთხოვნას ეთანხმება. სამომავლოდ, „სილქ როუდ ჯგუფი“ ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე, მაღალი კლასის საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას გეგმავს და დარწმუნებულია, რომ ეს ღირსშესანიშნავი პროექტი, რომელიც 2012 წელს საქართველოში სტუმრობის დროს, დონალდ ტრამპის მიერ იყო ჩაფიქრებული, საქართველოს პოზიციას გააძლიერებს – საერთაშორისო ტურიზმის მიზიდულობის ერთ-ერთი მიმართულება გახდეს“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიისრაელის პრეზიდენტი: განვიხილავდით შესაძლებლობას, ვიზიტი გადაგვედო, თუმცა ვთქვით, რომ ტერორისტები ვერ გაგვაჩერებენ
შემდეგი სტატიაე.წ. მოსმენების კანონი – არასამთავრობოები იურიდიული კომიტეტის წევრებთან შეხვედრებს მართავენ