ბათუმში თურქეთის საკონსულოსთან აქცია მიმდინარეობს

ბათუმში თურქეთის საკონსულოსთან აქცია მიმდინარეობს. აქციას მძღოლები მართავენ, რომლებიც რეგულარულად თურქეთის ტერიტორიაზე გადადიან.

მათი განცხადებით, სარფის საბაჟოზე კვლავ რიგებია და ქართული სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილებს საზღვრის გადაკვეთის შემდეგ, თურქეთის ტერიტორიიდან უკან აბრუნებენ.

მძღოლები ამბობენ, რომ აღდგომის დღესასწაულის შემდეგ პრობლემა გამწვავდა. ორი დღეა, საზღვრის გახსნის მოთხოვნით, მძღოლები სარფის საბაჟოზე აქციებს მართავდნენ.

დღეს მძღოლებმა საკონსულოსთან გადმოინაცვლეს, ისინი თურქეთის მხრიდან რეაგირებას და თურქეთის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ქართული სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილების შეუფერხებლად გადაადგილებას ითხოვენ.

banner
წინა სტატიაში“გირჩის” ოფისს ზესტაფონში ნიკა ქავთარაძე უხელმძღვანელებს
შემდეგი სტატიასოხუმში თავდასხმა მოხდა