ბათუმში „თანასწორობის მოძრაობის“ წევრების სასამართლო პროცესი ლგბტ აქტივისტების პროტესტის ფონზე დაიწყო

ლგბტ აქტივისტების პროტესტის ფონზე დაიწყო ბათუმის საქალაქო სასამართლოში „თანასწორობის მოძრაობის“ წევრების, ლევან ბერიანიძისა და თორნიკე კუსიანის სასამართლო პროცესი, რომლებიც პოლიციამ გუშინ დილით ბულვარში დააკავა.

აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ დაკავებულებს და მიმართავენ სახელმწიფო სტრუქტურებს, სამართალდამცველ ორგანოებს, რათა მიიღონ ზომები ანალოგიური შემთხვევების პრევენციისთვის.

„ისინი უკანონოდ დააკავეს. პოლიცია სასტიკად მოეპყრო. სცემეს და მათი პატივი და ღირსება შეილახა. დაკავებულების მიმართ ჰომოფობიური გამონათქვამები გამოიყენეს. მივმართავთ ყველა უწყებას, პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტის წევრებსა და პროკურატურას, პოლიციის მიერ ჩადენილი ქმედება აუცილებლად გამოიძიონ, რადგან მათ არაფერი დაუშავებიათ და ჰომოფობიურ ნიადაგზე დააკავეს“, – განაცხადა „თანასწორობის მოძრაობის“ წევრმა, მაგდა კალანდაძემ.

სასამართლო სხდომა ამ წუთებში განახლდა. პროცესი გუშინ დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო. მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, სასამართლო სხდომის დახურვისა და მოწმეთა ტელეკამერების გარეშე დაკითხვის თაობაზე.

banner
წინა სტატიაშილეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადება
შემდეგი სტატიაკახა კალაძის საარჩევნო შტაბში ოფიციალური გახსნისთვის ემზადებიან (ფოტო)