“რა ხდება – ამბები მიშასგან” (ჟურნალისტ მიხეილ ხაჩიძის გვერდი) ისრაელის მედიაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ “თაღლითი რომეო”- სიმონ ლევიევი ბათუმში დააკავეს.
საქართველოს ხელისუფლებას მისი დაკავების მიზეზი ჯერჯერობით არ გაუხმაურებია, ხოლო ლევიევის ადვოკატები აცხადებენ, რომ მათაც არ აქვთ ინფორმაცია დეტალებზე.
ლევიევი, რომლის ისტორიაც ფართოდაა გაშუქებული Netflix-ის დოკუმენტურ ფილმში, ცნობილია როგორც ადამიანი, რომელიც თავს ბრილიანტების მოვაჭრედ ასაღებდა და Tinder-ზე გაცნობილ ქალებს თაღლითურად ფულს სძალავდა.


















