ბათუმში ტექნიკის მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე შსს ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აჭარაში მომხდარ ქურდობის ფაქტთან დაკაშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ფაქტზე მხილებულია სამი პირი, რომელთაგან ორი 2002 წელს არის დაბადებული, ერთი კი – 1997 წელს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, სამი პირი: 2002 წელს დაბადებული ვ.ა., 2002 წელს დაბადებული რ.ლ. და 1997 წელს დაბადებული რ.ს. ამხილეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებულებმა მიმდინარე წლის 20 აპრილს ბათუმში მდებარე ტექნიკის მაღაზიიდან სხვადასხვა სახის ტექნიკა მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ასევე, დადგინდა, რომ რ.ლ.-მ და რ.ს.-მ იმავე დღეს ბათუმში კიდევ რამდენიმე მაღაზია გაქურდეს. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიყველა ჩვენგანს პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ უვიზო რეჟიმი და ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა მაქსიმალურად დავიცვათ
შემდეგი სტატიამას შემდეგ, რაც მეტრო გაიხსნა, თითი არ დაუკარებია არავის, არანაირი სარეაბილიტაციო სამუშაოები არ განხორციელებულა