ბათუმში, სურსათის მაღაზიაში მანქანა შევარდა

ბათუმში, ჭავჭავაძისა და ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთაზე ავტომანქანა სურსათის მაღაზიაში შევარდა, მანამდე კი ქალს დაეჯახა.
დაშავებული რეფერალურ საავადმყოფოში მრავლობითი მოტეხილობით გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

შემთხვევა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.

banner
წინა სტატიაშიისრაელის არმიამ სირიაში ირანის ობიექტები დაბომბა
შემდეგი სტატიავარკეთილში ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი დაიღუპა