ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის 14 აპარატის გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

Crime Scene

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობისა და თაღლითობის ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული თ.ც. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა ბათუმში, სხვადასხვა დროს სწრაფი ჩარიცხვის 14 აპარატი გაქურდა. ბრალდებული იმავე აპარატების საშუალებით ინტერნეტტოტალიზატორ „ევროპაბეთის“ ანგარიშზე თანხების თაღლითური გზით გადარიცხვასაც ცდილობდა.

გამოძიება ქურდობისა და თაღლითობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ასევე, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საგარეო უწყება – აშშ-ის ბიუჯეტში საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარება გაიზარდა
შემდეგი სტატიავერცხლის ქუჩაზე დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა – შსს ფაქტს ადასტურებს