3.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

ბათუმში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

დღეს, 27 თებერვალს, ამ წუთებში [15:50 სთ] ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე, სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.

ჩხრეკა, სავარაუდოდ, მიმდინარეობს მაღლივი კორპუსის მე-18-ე სართულზე. საჯარო რეესტრის თანახმად, კერძო ბინების გარდა, ამ შენობაში არაერთი კომპანიაა რეგისტრირებული. გარდა ამისა, რამდენიმე კომპანიას ფართობი იჯარითაც აქვს აღებული.

პირველადი ინფორმაციით, სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ატარებს, თუმცა სუს-ში  ზარებს არ პასუხობენ.

ინფორმაციას ვაზუსტებთ.

banner
წინა სტატიაშისგპ სარფში ცეცხლსასროლი იარაღები აღმოაჩინეს
შემდეგი სტატია“ოცნების” პოლიტსაბჭო განცხადებას ავრცელებს