ბათუმში სოჰო, სექტორი 26, UP2U და კონტე 10 000 ლარით დააჯარიმეს და საქმიანობა შეუჩერეს

შრომის ინსპექციის ინფორმაციით, ბათუმში ღამის კლუბების შემოწმების შედეგად 4-ში კრიტიკული შეუსაბამობა დაფიქსირდა.

მათი ცნობით, სოჰო, სექტორი 26, UP2U და კონტე 10 000 ლარით დააჯარიმეს და საქმიანობა შეუჩერეს.

“მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციების დაცვასთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან არაერთგზის განხორციელდა აღნიშნული ობიექტების სიტყვიერი გაფრთხილება და მათ მიეწოდათ რეკომენდაციების დაცვის დეტალური პროტოკოლი, შემოწმების შედეგად კვლავ დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, შემოწმების შედეგად კლუბი ივერია ბიჩი მოთხოვნებს აკამყოფილებდა.

შრომის ინსპექცია მოუწოდებს ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირებს, მაქსიმალური სიზუსტით დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული რეკომენდაციები.

2 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული, 38 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 26 ბათუმში აღირიცხა. 26 შემთხვევიდან უმრავლესობა საკონდიტრო დონას უკავშირდება.

banner
წინა სტატიაში„ქართულმა ოცნებამ“ კასპის მოსახლეობას გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა
შემდეგი სტატია“ჩემი კონკურენტები არიან ის პრობლემები, რომლებიც ივანიშვილმა და ოცნებამ დააგროვა”