ბათუმში სკოლის მოსწავლეების მიერ მოზარდის მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო

ბათუმში სკოლის მოსწავლეების მიერ მოზარდის მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

საუბარია გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, ბათუმის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლე თანატოლებმა სცემეს. როგორც ცნობილია, არასრულწლოვნებმა ფიზიკური დაპირისპირებისას ვიდეო გადაიღეს, შემდეგ კი ვიდეო სოციალურ ქსელში ატვირთეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, როგორც კი ცნობილი გახდა ფაქტის შესახებ, დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები. ჩატარდა გამოკითხვები, მათ შორის არასრულწლოვნების. საგამოძიებო მოქმედებები კანონის სრული დაცვით – მშობლებთან და სოცმუშაკთან ერთად ჩატარდა. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით“, – აცხადებენ უწყებაში.

banner
წინა სტატიაშიწერეთელი – ამ ეტაპზე სააკაშვილი შესაბამის საავადმყოფოში უნდა გადაიყვანონ და რაც მთავარია, უნდა დასრულდეს მის მიმართ პოლიტიკური შურისძიება
შემდეგი სტატიამრავალპროფილური კლინიკა არ გულისხმობს სამოქალაქო კლინიკას, ბატონ ფაღავას ეს არ უხსენებია – ბრეგაძე