ბათუმში შტორმის შედეგად დანაგვიანებულ ბულვარს ასუფთავებენ

ბათუმში შტორმის შედეგად დანაგვიანებული სანაპირო ზოლის დასუფთავება დილის 06:00 საათზე დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერია ავრცელებს.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, პარალელურად, ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხი იწმინდება.

ბათუმის სანაპიროზე ძლიერი შტორმის გამო წყალმა ნაგავი და ქვა-ღორღი გამორიყა. ხიმშიაშვილის ქუჩისა და ახალი ბულვარის გასწვრივ სანაპირო მთლიანად დანაგვიანდა.

banner
წინა სტატიაშიმეუღლის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაგია მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა  მოულოდნელად გაუარესდა