ბათუმში შემსვლელ-გამომსვლელებს სიცხეს გაუზომავენ

ბათუმში შემსვლელებსა და გამომსვლელებს სიცხეს გაუზომავენ, მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში კი ახალ კორონავირუსზე ტესტს ადგილზევე გაუკეთებენ. გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს, 16 სექტემბერს მიიღო.

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას დავალებით ბათუმში რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების უკეთ მართვის მიზნით ვიცეპრემიერი, ჯანდაცვის მინისტრი და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ჩავიდნენ. მაია ცქიტიშვილი, ეკატერინე ტიკარაძე და ამირან გამყრელიძე საბჭოს სხდომას აჭარის მთავრობის მეთაურ თორნიკე რიჟვაძესთან ერთად ონლაინ დაესწრნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საბჭოს სხდომაზე ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების აღრიცხვის დინამიკაზე ისაუბრეს და შეთანხმდნენ, რომ საგანგებო მდგომარეობისა და სრული კარანტინის გამოცხადების საჭიროება არ არის.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ გორში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე : მიხეილ სააკაშვილს 3-4 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს და მაინც ამბობს, პრემიერი ვიქნებიო