ბათუმში შემავალ და გამავალ გზებს დასავლეთ სარდლობის მეორე ქვეითი ბრიგადა აკონტროლებს

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მეორე ქვეითი ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ ქალაქ ბათუმის 3 ლოკაციაზე მოაწყო გადაადგილების, კონტროლისა და შეზღუდვის პუნქტები, სადაც გაშლილია საველე და სამედიცინო კარვები.
თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, კორონავირუსის პრევენციის მიზნით 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. სამხედრო მედპერსონალის მიერ ხორციელდება მოქალაქეებისთვის ტემპერატურის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში პირველადი დახმარების აღმოჩენა. სამხედროები, ასევე მოქალაქეებს ახალი კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აძლევენ და მათ ავტომობილებს სადეზინფექციო ხსნარით ამუშავებენ.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კარანტინის გამოცხადების შემდეგ, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, შვიდ ქალაქს აკონტროლებენ.

banner
წინა სტატიაშირა ხდება სამეგრელოში – სახელმწიფო რწმუნებულმა რეგიონში არსებულ ვითარებაზე მედიას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა
შემდეგი სტატიაბათუმში კორონავირუსით დაინფიცირებული 70 წლის კაცის მდგომარეობა დამძიმდა