27.7 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, ქალი კლინიკაშია გადაყვანილი, მას ქვედა კიდურების დაზიანება აღენიშნება.

ინფორმაციას გამოცემა აჭარა თაიმსი ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა.

გამოცემა თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ შემთხვევის ადგილას გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მათი თქმით, გარკვეულ მონაკვეთებზე ასფალტი ამოჭრილია, თუმცა ტერიტორიაზე შესაბამისი უსაფრთხოების ნიშნულები განთავსებული არ იყო.

მოქალაქეები ამბობენ, რომ არსებული გარემოებების გამო მძღოლს ქვეითის დროულად შემჩნევა გაუჭირდა, რასაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოჰყვა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის უპილოტო ძალების მეთაური: უახლოეს მომავალში ყირიმის იზოლაციას მოვახდენთ
შემდეგი სტატიატრამპი: ირანის წინააღმდეგ ამ საღამოს დაგეგმილი დარტყმები და დაბომბვები გავაუქმე