ბათუმში სათამაშოების ორი მაღაზია გაქურდეს

ბათუმში, ცენტრალურ პარკთან სათამაშოების ორი მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. მეპატრონის განცხადებით, ერთ-ერთი მაღაზიიდან დაახლოებით, 600 ლარია წაღებული.

მძარცველმა ისე შეაღწია მაღაზიებში, არც კარი დაუზიანებია და არც დამონტაჟებული სიგნალიზაცია ჩართულა.

შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს შევიდა.

უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ამოღებულია სათვალთვალო კამერის ჩანაწერი და ამ დროისთვის დადგენილია სავარაუდო დამნაშავეც, რომელიც არასრულწლოვანია

.გამოძიება სს-ის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიმოზარდი, რომელსაც ფოთში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაგვეუბნებით, რომ თურმე მეთოდიკამ გამოიწვია კრიმინალის ზრდა, თქვენ პირდაპირ დასცინით ადამიანებს- ნადირაშვილი პრემიერს