ბათუმში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი გაიზარდა

ბათუმში პირველი იანვრიდან სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი გაიზარდა. ადგილობრივი კაზინოების მეპატრონეები აცხადებენ, რომ სამორინეებში ერთ მაგიდაზე კვარტალში გადასახადი 24 ათას ლარს შეადგენს.
მათი ინფორმაციით, გასულ წელს მომსახურების ღირებულება 18 ათასი ლარი იყო.

ბათუმში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ოდენობის გაზრდაზე გადაწყვეტილება, ბათუმის საკრებულომ 29 დეკემბერს მიიღო.

ბათუმში დღეს 11 მოქმედი კაზინოა.

გასული წლის მონაცემებით, ბათუმში მოქმედ კაზინოებში განთავსებული იყო 138 მაგიდა და 1475 სათამაშო აპარატი. სათამაშო ბიზნესიდან ბათუმის ბიუჯეტში 2015 წელს ჯამში 15,5 მილიონი ლარი შევიდა.

banner
წინა სტატიაშიკუმისთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაანი მიროტაძე დაქორწინდა