ბათუმში, სასტუმრო ლეოგრანდში ხანძარი ლიკვიდირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქალაქ ბათუმში, სასტუმრო ლეოგრანდში ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. სასტუმროში ხანძარი, დაახლოებით, საღამოს 8 საათისთვის გაჩნდა.

თვითმხილველების ერთი ვერსიით, ხანძარი სასტუმროს სპა სალონში გაჩნდა, ხოლო სხვა ვერსიით კი – ცეცხლი კაზინოს ნაწილს გაუჩნდა.ხანძრის შედეგად გარდაიცვალა 12, ხოლო დაშავდა 15 ადამიანი, მათ შორის 3 მეხანძრე-მაშველი. ეს მსხვერპლის მასშტაბით რეგიონში ყველაზე დიდი ხანძარია.

შსს-ს ცნობით, დაშავებულთა მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია 13 სახანძრო-სამაშველო მანქანა და 100-მდე მეხანძრე-მაშველი. მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. მათ შორის არიან როგორც სტუმრები, ასევე სასტუმროს თანამშრომლები. სხვადასხვა სირთულის ინტოქსიკაციის გამო, სასტუმროში მყოფი ადამიანები გადაყვანილები არიან ბათუმის კლინიკებში.

ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და ჯანდაცვის
მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე ბათუმში იმყოფებიან.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი ბათუმშია