21.8 C
Tbilisi
პარასკევი, მაისი 15, 2026
banner

ბათუმში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ავტომობილი ორ ქვეითს შეეჯახა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის განცხადებით, ბათუმში  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ავტომობილი ორ ქვეითს შეეჯახა.

“მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები დაუყოვნებლივ გადაყვანილ იქნენ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მათ უტარდებათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება.

ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაწყებული აქვს გამოძიება, რის შედეგადაც დადგინდება, იყო თუ არა აღნიშნულ ავტოსაგზაო შემთხვევაში მძღოლის ბრალეულობა. დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში, შემთხვევაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ, კანონის შესაბამისად, გატარდება ყველა შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიება”,_ აცხადებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი.

banner
წინა სტატიაში“საქართველოს აქვს განსაკუთრებული როლი, როდესაც ჩვენ დაკავშირებადობაზე ვსაუბრობთ”- ბოჭორიშვილი ერევანში შეხვედრაზე
შემდეგი სტატიაMDF: მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ დეზინფორმაციის კამპანიები ძლიერდება