ბათუმში “საქართველოს ბანკის” თანამშრომელი დაჭრეს

ბათუმში, მემედ აბაშიძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაზე, “საქართველოს ბანკის” თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრეს.

შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ბანკის თანამშრომელს სამი ჭრილობა აქვს მიყენებული. ერთი დაზიანება ხელში და ორი – ფეხში. ამ დროისთვის იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ეჭვმიტანილი ადგილიდან მიიმალა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის კონგრესის დელეგაციას შეხვდა
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: საქართველო ბოლომდე რჩება ეუთოს პარტნიორ ქვეყანად