ბათუმში, საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

admin
ავტ.: admin სექტემბერი 21, 2020 13:44

ბათუმში, საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმში, საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მათ შორის ერთ-ერთი, მოქალაქეებს კორონავირუსზე ტესტებს უტარებდა. ინფიცირებულთა შორისაა კლინიკის დირექტორიც. ინფიცირების წყარო ცნობილია.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, ინფიცირებულთა კონტაქტები, დაახლოებით 10 პირი თვითიზოლაციაშია. მათივე ინფორმაციით, ინფიცირებულებს მოქალაქეებთან კონტაქი არ ჰქონიათ. ცენტრი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ტესტირების მსურველთა რიგში მოქალაქეების დისტანციას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3695 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1534 ადამიანი, 20 პაციენტი კი გარდაიცვალა.

admin
ავტ.: admin სექტემბერი 21, 2020 13:44