ბათუმში სამარშრუტო ტაქსების მძღოლები გაიფიცნენ

ბათუმის მერიაში მძღოლებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მერიის წინ გაფიცული მძღოლების ნაწილთან საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების ხელმძღვანელი ემზარ ქავჟარაძე მივიდა და მძღოლებს მოლაპარაკება შესთავაზა. მისი განცხადებით, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ქალაქში არ იმყოფება, ამიტომ გაფიცულებს ვიცე მერი შეხვდება. ბათუმში სამარშრუტო ტაქსების მძღოლები დღეს დილიდან გაიფიცნენ.
“გვიზღუდავენ გორგილაძის ქუჩაზე მოძრაობას, ანახევრებენ ხაზებზე მიკროავტობუსების რაოდენობას, ასე უსამართლოდ გვექცევიან და გვტოვებენ სამსახურის გარეშე. საკრებულო დღეს მარშუტკების განახევრების შესახებ გადაწყვეტილებას გააფორმებს, სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ აქ და ვაპროტესტებთ ამას. თავიდან ტექდათვალიერებას ვერ გადიხართო გვითხრეს, ბანკიდან გამოვიტანეთ ფული და გავაახლეთ სატრანსპორტო საშუალება, ახლა კი ამბობენ, რომ რაოდენობა უნდა შეამცირონ”. აცხადებს ერთ ერთი მძღოლი.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიო ჩემპიონატის გულშემატკივრებს ნანი ბრეგვაძის კონცერტზე ყაზანში ეპატიჟებიან
შემდეგი სტატია(Video) შსს-მ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 5 ნარკორეალიზატორი დააკავა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო