ბათუმში, კორპუსის მერვე სართულიდან ორ წლამდე ბავშვი გადმოვარდა. ინფორმაციას “აჭარა თაიმსი” ავრცელებს.
თვითმხილველების ინფორმაციით, მცირეწლოვანი ადგილზე დაიღუპა.
მომხდარის ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ფაქტს ადასრურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ფაქტზე სსკ 116-ე მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.













