ბათუმში საცხოვრებელ სახლში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

Crime Scene

ბათუმში საცხოვრებელ სახლში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მეზობლებმა ჩამომხრჩვალი ნახეს. ადგილზე სამართალდამცავი ორგანოებისა და სამაშველო სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვლილის ცხედარს შესაბამისი ექსპერტიზა ჩაუტარდება.

banner
წინა სტატიაში“ბავშვთა სამყაროს” მოვაჭრეების აქცია მთავრობის კანცელარიასთან და ულტიმატუმი ხელისუფლებას
შემდეგი სტატია“მივესალმები თუ სტრასბურგის სასამართლო ჩაერთვება პროცესში” – ირაკლი სესიაშვილი R2-ის საქმეზე