ბათუმში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია

ბათუმში ჯავახიშვილის ქუჩაზე მრავალსართულიან სახლში ხანძარია. ცეცხლი ბოლო სართულზე სხვენში გაჩნდა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. სამაშველო ბრიგადები სახანძრო კიბით მუშაობენ. არის დაკვამლიანება.

არსებული ცნობებით, ბინიდან, სადაც ხანძარი გაჩნდა, გამოიყვანეს აქ მცხოვრები პირები. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია უცნობია.

banner
წინა სტატიაში“ფაიზერის” მეორე დოზაზე რეგისტრაცია დაიწყო
შემდეგი სტატია“არავინ მოგცემთ უფლებას, კაცობრიობის არსებობას საფრთხე შეუქმნათ” – ბოჭორიშვილის კლინიკის ხელმძღვანელი წერილს აქვეყნებს