ბათუმში საარჩევნო უბანზე მამაკაცი გარდაიცვალა

პოლიციელმა 75 წლის ბაბუა სცემა?!

ბათუმში, მაზნიაშილის ქუჩაზე, ბავშთა ბაღის შენობაში განთავსებულ 69-ე ოლქის 51-ე უბანზე მოხუცი მამაკაცი გარდაიცვალა. სავარაუდოდ, მამაკაცს გულის შეტევა მაშინ მოუვიდა, როცა ის კიბეებზე ადიოდა.

თვითხილველების ინფორმაციით, ასაკში შესული მამაკაცი უბანზე შესასვლელად კიბეებზე ადიოდა. თუმცა, ის შუა კიბეზე ჩამოჯდა, რადგან ცუდად გახდა, შემდეგ კი გარდაიცვალა.

ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. თუმცა, მოხუცი უკვე გარდაცვლილი იყო.

ინციდენტის მიუხედავად, 51-ე უბანზე კენჭისყრის პროცედურა არ შეჩერებულა, რადგან შემთხვევა გარეთ, კიბეებზე მოხდა.

შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, საქმე აღძრულია 115 მუხლი, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიკახიშვილი თარგამაძის საქმეზე: ძალიან მოკლე დროში, შსს-მ, სუს-მა და პროკურატურამ მოახერხეს და ურთულესი დანაშაული გახსნეს
შემდეგი სტატიაარასამთავრობო ორგანიზაცია “საუნჯე“, რომელიც ზუგდიდსა და გორში არჩევნებს აკვირდება სპეციალურ განცხადებას ავრცელებს