ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის ენმ-ის წევრი დააკავეს

ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი, დავით გეგიაძე დააკავეს. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახურში ადასტურებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, დავით გეგიაძეს COVID-19-ით ინფიცირებული მეგობრის ნახვა უნდოდა, რასაც ექიმთან ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშირუსლან აბაშიძე საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
შემდეგი სტატიაზღვისუბნის XI მიკრორაიონში 6 700 კვ.მ ფართობზე სკვერის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს