ბათუმში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა. ინფორმაციას “აჭარა თაიმსი” ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, შემთხვევა ბაგრატიონის ქუჩისა და აეროპორტის გზატკეცილის გზაჯვარედინზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებული კონტაქტურია. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და პოლიცია იმყოფებიან. მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია


















