ბათუმში ქალს სავალუტო ჯიხურიდან თანხის გამოტანისას ჩანთა წაართვეს

ბათუმში, მელიქიშვილისა და გორგილაძის ქუჩების კვეთაზე მოქალაქისთვის ფულის წართმევის მცდელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა.

არსებული ინფორმაციით, ქალბატონს სავალუტო ჯიხურიდან თანხა გამოჰქონდა, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცმა ჩანთა წაართვა და გაიქცა. თვითმხილველების ინფორმაციით, მძარცველი იმავე ქუჩაზე გაქცევისას წაიქცა, რომელიც მოქალაქეებმა დააკავეს და სამართალდამცველებს გადასცეს.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხის სამართლის კოდექსის” 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს

banner
წინა სტატიაშიაქცია „არა ნაციზმს“ დასრულდა
შემდეგი სტატიაახალი მავთულხლართები ატოცში – ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ სოფელში 24 საათიან მეთვალყურეობას იწყებს