16.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 12, 2026
banner

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი კორპუსთან მდებარე ელექტროენერგიის ბოძთან გაჩნდა.

ადგილზე შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები რჩებიან და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

“ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით კი, ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე 40-მდე აბონენტს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება.

banner
წინა სტატიაშიბოლო მონაცემებით, კოლუმბიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 82 ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიასიცილიაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი, ეტნა ამოიფრქვა