შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე ერთი თვეა მალავს ინციდენტს, რომლის შესახებაც „პირველებმა“ ექსკლუზიური ინფორმაცია მოიპოვა: ბათუმის პოლიციის პირველ განყოფილებას თავს დაესხნენ, პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და განყოფილების ინვენტარიც დაამტვრიეს.
დაზიანებები შენობას დღესაც ეტყობა, თუმცა საქმე მხოლოდ ადმინისტრაციულად აღიძრა და სამივე თავდამსხმელი ხუთ დღეში გაათავისუფლეს.
ირკვევა, რომ თავდამსხმელებს შორის ერთ-ერთი პოლიციის მაღალი თანამდებობის პირის ნათესავია.
ის, რომ პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმა ნამდვილად მოხდა, ადასტურებს ამავე განყოფილების უფროსი ირაკლი გორილაძეც.

















