ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში არსებულ სპა-ცენტრში ხანძარი იყო.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მეხანძრე-მაშველები იყვნენ მობილიზებული და ხანძარი ლიკვიდირებულია.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
















